ეკა ბესელია - რა უნდა უთხრას ხელისუფლებამ პასუხად დედას, რატომ მოუკლეს ერთადერთი შვილი, რა არის მორალური მკვლელობის ის სერია, რომელიც ამ დღეების განმავლობაში გრძელდება

რა უნდა უთხრას ხელისუფლებამ პასუხად დედას, რატომ მოუკლეს ერთადერთი შვილი, რა არის მორალური მკვლელობის ის სერია, რომელიც ამ დღეების განმავლობაში გრძელდება, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.

„აბსურდული ვერსიების ჩიჩქნა, რისი დამტკიცება უნდათ ამით? არის რაღაც, რაც ადამიანს მორალურად უნდა აჩერებდეს. გარდა იმისა, რომ ყველა დაწერილ ნორმას არღვევენ, დაუწერელი წესებიც არის, მათ შორის ქრისტიანობაში, შვილმკვდარ დედასთან რაღაცამ უნდა გაგაჩეროს. შუალედური დასკვნები და ამ დროს საბოლოო ვერსიების გამოქვეყნება თურმე, თითქოს სხვა რაღაცაა სიკვდილის მიზეზი, ეს ფაქტს კიდევ უფრო ამაზრზენს ხდის და ამძიმებს. თუ რამე ამძიმებს ახლა ხელისუფლებას, ამძიმებს ამ განგრძობადი მკვლელობის ფაქტები და დამოკიდებულება. ლექსო გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ვნახე „ტვ პირველში“, ბოლო მისი სიტყვები, რაც დამამახსოვრდა, თქვა, რომ ახლა ვერ ვხედავ და იმედი მაქვს, მხედველობა დამიბრუნდებაო. მინდა, რომ მათ, ვისაც დაბნელებული აქვთ მხედველობა და რაიმე ფორმით ამართლებენ ამ ფაქტს, აეხილოთ თვალი და გაიაზრონ, რომ არის რაღაცები, რომლის პატიება არ შეიძლება. თუ ხელისუფლება ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას, ჩვენ საზოგადოებამ უნდა ვაიძულოთ, რომ გაიაზროს“,-განაცხადა ბესელიამ.

ტელეკომპანია „პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას დღეს ჯიქიას სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო