„არემჯის“ საზაფხულო სკოლა 2021 იწყება

„არემჯის” საზაფხულო სკოლა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ყველაზე ინტერესიანი, მონდომებული და განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდების მისაღებად ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „არემჯი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, პროექტი, ტრადიციულად აგვისტო-სექტემბრის პერიოდში გაიმართება და ის კონკურსის შედეგად შერჩეული 40 საუკეთესო სტუდენტისთვის, „არემჯის“ საწარმოებში ერთთვიან ანაზღაურებად პრაქტიკას ითვალისწინებს.

„პროექტის მიზანია, სამთო მიმართულებით დაინტერესებული მოტივირებული ახალგაზრდების აღმოჩენა, მათთვის საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მომავალში დასაქმების ხელშეწყობა.

საზაფხულო სკოლის პროექტს „არემჯი“ წელს მეოთხედ ახორციელებს, 2018 წლიდან მასში უკვე 100-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. 20 მათგანი, დღეს უკვე კომპანიის გუნდის წევრია, ხოლო 15 კომპანიაში გრძელვადიან სტაჟირებას გადის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„არემჯის საზაფხულო სკოლაში, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ერთი თვის განმავლობაში საკუთარი თვალით ნახონ და პრაქტიკულად ჩაერთონ კომპანიის საწარმოო პროცესებში. პროექტის თითოეულ მონაწილეს, რომელიც გაივლის წინასწარ გასაუბრებას და დააკმაყობილებს მოთხოვნილ კრიტერიუმებს, კომპანია სთავაზობს ანაზღაურებად სტაჟირებას, ადგილზე საცხოვრებლით და ყველა საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებით უზრუნველყოფას და რაც ყველაზე მთავარია, უნიკალურ გამოცდილებას, რომელსაც სტუდენტები ადგილზე მიიღებენ“, - განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ საკადრო საკითხებში გიორგი ჩხეიძემ.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა