პროკურორის განცხადებით, მედიის წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის საქმეზე გამოძიება ორგანიზატორების გამოვლენის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს

მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულების საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის განცხადებით, გამოძიება ორგანიზატორების გამოვლენის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს.

აღნიშნულის შესახებ იაკობიძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

"გამოძიება მიმდინარეობს ორგანიზატორების დადგენის მიმართულებით. კონკრეტული ძალადობის ეპიზოდებთან მიმართებაში დაზარალებული პირების ჩართულობით შედარებით უფრო მარტივია კონკრეტული პირების მიმართ მტკიცებულებების მოპოვება, მოცემულ შემთხვევაში შედარებით მოცულობითია სამუშაო ორგანიზატორებთან მიმართებით", - განაცხადა იაკობიძემ.

ცნობისთვის, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 21 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა