დიმიტრი ხუნდაძე - უფროსები რაც შეიძლება მეტი უნდა ავიცრათ, რომ ბავშვები კოვიდინფექციისგან იყვნენ დაცული

უფროსები რაც შეიძლება მეტნი უნდა ავიცრათ, რომ ბავშვები კოვიდინფექციისგან იყვნენ დაცულნი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, ქვეყანაში უკვე ცირკულირებს ე.წ ინდური შტამი, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო აგრესიულია.

"პანდემია უკვე მეოთხედ იკრებს ძალას, ჩვენ კი ისევ ვფიქრობთ - ავიცრათ თუ არა. დღეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ინფიცირებულთა რაოდენობის ნახტომისებური ზრდა. ქვეყანაში უკვე მრავლად ცირკულირებს ე.წ. ინდური შტამი, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო აგრესიულია. შემთხვევათა რაოდენობა მზარდია ბავშვებშიც, რისთვისაც ქვეყანაში პედიატრიული საწოლების დამატება გახდა საჭირო. დროა დაფიქრდნენ ისინიც, ვინც დღემდე სკეპტიკურად უყურებენ ვაქცინაციის პროცესს. ამით არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას აყენებენ რისკის ქვეშ, არამედ საფრთხეს უქმნიან სხვებსაც და მათშორის საკუთარ შვილებს", - აღნიშნავს ხუნდაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს