12 ივლისს "ქართული ოცნების" ოფისთან დაკავებული თაზო დათუნაშვილი გაათავისუფლეს

"ქართული ოცნების" ოფისთან 12 ივლისს გამართულ აქციაზე დაკავებული თაზო დათუნაშვილი გაათავისუფლეს.

"როდესაც "ქართული ოცნების" ოფისთან დაგვაკავეს, ეს იყო ჩვეულებრივი სადამსჯელო ოპერაცია. იყო განრიდების სპეცოპერაცია, რომ მიმდინარე პროცესებში არ მიგვეღო მონაწილეობა. ყველზე ცინიკური არის ის, რომ 5 ივლისს ძალადობაში ბრალდებული ყველა ის მოძალადე ხელწერილის საფუძველზე იქნა გამოშვებული დაუყოვნებლივ, ჩვენ კი 24 საათი გაგვატარებინეს საპატიმროში. ეს არის უსუსური მცდელობა გვაჩვენონ, რომ ეს მოძალადეები არიან ხელისუფლების მხარეს და მათი ნაწილი, ხოლო ჩვენ, ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები "ქართული ოცნებისთვის" ვართ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები, რომლებსაც შეუძლიათ ყველაფერი გაუკეთო. ეს მეთოდი არ იმუშავებს. ეს პროცესი ვერ შეაჩერებს. ბოლო დღეებში განხორციელებული სასტიკი ძალადობა არის ღარიბაშვილის და გომელაურის მხრებზე. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ ეს სისხლიანი ფურცელი გადავშალოთ", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ.

"ლელოს" წევრი თაზო დათუნაშვილი "ქართული ოცნების" ოფისთან აქციის დროს 12 ივლისს დააკავეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს