გიორგი ხვედელიანი - ჩვენი პარტია უახლოეს დღეებში წარმოადგენს სამოქმედო გეგმას

„ქართული ოცნება” სიძულვილის პარტიაა და ირაკლი ღარიბაშვილი ამ სიძულვილის ავანგარდშია. ხელისუფლება პროპაგანდით ცდილობს, პროტესტის ძალა გამოგვაცალოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ხვედელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილმა ქვეყანა სრულიად ახალ პოლიტიკურ მენტალობაში და კულტურაში გადაიყვანა.

„ივანიშვილმა ჩვენ, როგორც ქვეყანა, გადაგვიყვანა სრულიად ახალ პოლიტიკურ მენტალობაში და კულტურაში, სადაც სრულიად სხვა ღირებულებები მკვიდრდება. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ მართვის სადავეებს ჩამოშორდეს „ქართული ოცნება“, ჩამოშორდეს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის მთავარი დამნაშავე.

თუ დროზე არ ვიმოქმედეთ, თუ ამ არჩევნებზე ეს ხელისუფლება არ შევცვალეთ, განვითარების პერსპექტივა აღარ გვექნება. ქვეყანაში ისეთი უიმედო და აუტანელი მორალური კლიმატია, შემდეგ ათწლეულებში ყველანაირ პერსპექტივას დავკარგავთ.

ჩვენი პარტია უახლოეს დღეებში სამოქმედო და მომავალი მართვის სრულიად ახალ გეგმას შესთავაზებს საზოგადოებას”, - განაცხადა ხვედელიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა