კომპანია „კახური ღვინის მარანი“ ლონდონში გამართულ კონკურსზე - „Decanter World Wine Awards“ 5 სახეობის ღვინით წარდგა

ქართული ღვინის გემო და ხარისხი კვლავ მსოფლიოს ყურადღები ცენტრშია, აღფრთოვანებას იწვევს და შესაბამისად ფასდება. ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ის, რომ კომპანია „კახური ღვინის მარანი“ ქალაქ ლონდონში ივნისში გამართულ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან კონკურსზე „Decanter World Wine Awards“ 5 სახეობის ღვინით წარსდგა და საქართველოდან წარდგენილ წითელ ღვინოებს შორის პირველად, „კახური ღვინის მარნის“ ქვევრის „კაბერნე-საფერავს“ უმაღლესი რანგის ჯილდო - „Best in Show“ მიენიჭა.

ეს ფაქტი მართლაც უდიდესი წარმატებაა არა მახოლოდ კომპანიის, არამედ სრულიად ქართული ღვინის მსოფლიოში პოპულარიზაციის საქმეში.

„Decanter World Wine Awards“ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კონკურსად ითვლება. მასზე მოპოვებული ჯილდოები ხარისხის სანდოობის უმაღლესი გარანტიით სარგებლობს, რადგან კონკურსის ჟიური მსოფლიოს უმაღლესი რანგის ღვინის 170 ექპერტისგან - მაგისტრებისა და სომელიეებისგან შედგება. სწორედ მათ გამოარჩიეს მსფლიოს 56 ქვეყნიდან წარდგენილ 18 000 სახეობის ღვინოს შორის კომპანია „კახური ღვინის მარნის“ ქვევრის კაბერნე საფერავი და მას უმაღლესი ჯილდო და „Best in show“-ს მედალი გადასცეს.

„Decanter World Wine Awards“ -ის ჟიურის წევრების დახასიათებით, „კახური ღვინის მარნის“ აღნიშნული ღვინოები თავის თავში აერთიანებს ქვევრში დაყენებული წითელი ღვინის ყველა ტრდიციულ გემოვნურ და არომატულ თვისებას და ტანინების, სიტკბოსა და მჟვების საოცარ ბალანსს. სწორედ თანამედროვე და ტრადიციული მახასიათებლების ჰარმონიულმა შერწყმამ და ორი კომპონენტისგან (კაბერნე/ საფერავი) შემდგარი ღვინის გემოვნური თვისებების სწორმა კომპონენტურმა გადანაწილებამ გამოიწვია მისი ესოდენ დიდი წარმატება და მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს შორის საპატიო ადგილის დამკვიდრება.

„კახური ღვინის მარანი“ ათეული წლებია, მევენახეობითაა დაკავებული, ღვინის ექსპორტში კი 2009 წლიდან ჩაერთო. ამ წლების მანძილზე მას არაერთი აღიარება და წარმატება ხვდა წილად. კონკურსზე Decanter Asia wine awards ოქროთი დაჯილდოვდა კომპანიის 2017 წლის „მანავი“ , არაერთ სხვა ღვინოს აქვს „Decanter“-ზე მიღებული უმაღლესი ჯილდო. ბრიუსელის „მონდიალის“ კონკურსზე კომპანიის ქვევრის „საფერავმა“ ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

კომპანიის პროდუქცია საქართველოში მხოლოდ ღვინის პრესტიჟულ მაღაზიებშია წარმოდგენილი.

მნიშვნელოვანია, რომ „კახური ღვინის მარანს“ საკუთარი პროდუქტი ექსპორტზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გააქვს. აშშ-ში ის ყველაზე დიდი რაოდენობით და ასორტიმენტითაა წარმოდგენილი; პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება ასევე - სინგაპურში, ჩინეთში, რუსეთში, ბელორუსში, ევროპაში, გერმანიაში ჰოლანდიაში, შვედეთსა და ბრაზილიაში.

და ბოლოს ყველაზე მთავარი: არაერთგზის აღიარება და წარმატება უდიდესი მოტივატორია „კახური ღვინის მარნისთვის“ მუდმივად სიახლეების ძიებისა და განვითარების ურთულეს გზაზე.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის