პროექტის „ჯანსაღი გარემო უკეთესი მომავლისათვის“ ფარგლებში აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზი მოეწყობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პაველ ვიზდალს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა და თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლას შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის ფარგლებში აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის პროექტი „ჯანსაღი გარემო უკეთესი მომავლისათვის“ დაფინანსდა. ხელშეკრულებას თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის დირექტორმა მოაწერა ხელი.

პროექტის ფარგლებში აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზი მოეწყობა, რომელიც სკოლის 235 მოსწავლისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემო შექმნას შეუწყობს ხელს.

პროექტმა „ჯანსაღი გარემო უკეთესი მომავლისათვის“ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ სლოვაკეთის ოფიციალური დახმარების (SLOVAKAID) ფარგლებში გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. კონკურსი განვითარებადი ქვეყნების ფინანსურ მხარდაჭერასა და მცირე პროექტების დაფინანსებას ისახავდა მიზნად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა