ალეკო ელისაშვილი - ვისურვებდი, რომ დიდი ხნით არ იყოს ტელევიზიები გათიშული - აქამდე მიგვიყვანა იმან, რომ 5 ივლისს შსს და სახელმწიფო გამქრალი იყო თბილისის ქუჩებიდან

ვისურვებდი დიდი ხნით არ იყოს ტელევიზიები გათიშული - აქამდე მიგვიყვანა იმან, რომ 5 ივლისს შსს და სახელმწიფო გამქრალი იყო თბილისის ქუჩებიდან და თბილისის ქუჩებში ხელისუფლება დაამყარეს მოძალადეებმა, - ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც 4 ტელეკომპანიის მიერ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობის შეწყვეტას გამოეხმაურა.

ელისაშვილის თქმით, 5 ივლისს სახელმწიფომ თავის მოვალეობა არ შეასრულა.

„ტელევიზიებს უფლება აქვთ მსგავსი პროტესტის ფორმა ჰქონდეთ. ვისურვებდი დიდ ხანს არ იყოს ტელევიზიები გათიშული. აქამდე მიგვიყვანა იმან, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა თავის მოვალეობა 5 ივლისს, 5 ივლისს შსს და სახელმწიფო გამქრალი იყო თბილისის ქუჩებიდან და თბილისის ქუჩებში ხელისუფლება დაამყარეს მოძალადეებმა, რომლებიც დასდევდნენ ადამიანებს, ზოგს ტანსაცმლის ფერის გამო უტყამდნენ, ზოგს იმის გამო, რომ ვიდეოკამერა ან მიკროფონი ეჭირა და სახლში უვარდებოდნენ პირდაპირ მოქალაქეებს. იმ დღეს ხელისუფლება ჰქონდა არა „ქართულ ოცნებას", არამედ გამძვინვარებულ ხალხს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისათვის, პრემიერ- მინისტრის გადადგომისა და ყველა მოძალადის დასჯის მოთხოვნით 4-მა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა.

კერძოდ, დღეს აღარ მაუწყებლობენ: „ტელეკომპანია პირველი“, „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „კავკასია“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს