ალეკო ელისაშვილი - უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყება ღიმილისმომგვრელია ოპოზიციის მხრიდან, ელემენტარულ უცოდინრობას ნიშნავს, მათ შორის, მათემატიკის არცოდნას

ხელისუფლებამ უნდა გაიგოს - 5 ივლისის შემდეგ „ხელები დავიფერთხეთ და ცხოვრება გავაგრძელეთ“ - ასე არ იქნება, - ასე ეხმიანება „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებას.

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტმა „ქართულ ოცნებას" მიანიშნა, რომ სახელმწიფო სახელმწიფოებრივ მიდგომებს ნებისმიერ ვითარებაში უნდა ავლენდეს.

„პოლიტიკურად პასუხი უნდა აგოს „ქართულმა ოცნებამ". თანამდებობის პირები - ან შს მინისტრი, ან პრემიერ-მინისტრი უნდა იყვნენ პასუხისმგებელი იმაზე, რომ 5 ივლისს მოძალადეები რიგით ადამიანებს, მედიას დასდევდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და არბევდნენ. ამის გამო, „ქართული ოცნება" პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

აქვე, ის გამოეხმაურა ოპოზიციის ინიციატივას, უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას და აღნიშნა, რომ ეს გეგმა არარეალურია და მათემატიკის არცოდნაზე მიუთითებს.

„უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყება უბრალოდ ღიმილისმომგვრელია ოპოზიციის მხრიდან, ელემენტარულ უცოდინრობას ნიშნავს, მათ შორის, მათემატიკის არცოდნას. უნდობლობა შეიძლება გამოაცხადო მხოლოდ უმრავლესობის ხმების მეშვეობით. ამიტომ, სხვა უფრო ეფექტურ მეთოდებზე უნდა ვიფიქროთ, მათ შორის, 5 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე და არ ვხარჯოთ დრო ფუჭად ამაო ძალისხმევაზე. ერთ- ერთი პირველი ვიქნებოდი, ვინც გამოვუცხადებდი ღარიბაშვილის მთავრობას უნდობლობას, მაგრამ არ გამოვა ეს ამბავი. ეს შედეგს ვერ მოიტანს, 76 ხმა არის საჭირო, 64 გვაქვს ოპოზიციას, ელემენტარული მათემატიკაა - 12 ხმას არ გვასესხებს „ქართული ოცნება", არ დაგვითმობს, არც გვაჩუქებს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე