მედიასაშუალებების ორგანიზებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია 17 ივლისს გაიმართება

მედიასაშუალებების ორგანიზებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია შაბათს, 17 ივლისს გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა განუცხადა, აქცია 18:00 საათზე დაიწყება და მასშტაბური იქნება.

„გაიმართება დიდ აქცია, შაბათს გავაჩერებთ ყველაფერს“, - განაცხადა ვატო წერეთელმა.

თავის მხრივ, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, „აქციები არავითარ შემთხვევაში არ შეწყდება“.

„აქციები არავითარ შემთხვევაში არ შეწყდება. საქმის ავანგარდში მედიამენეჯერები არიან. დღეს უკვე გაითიშა ოთხი მედიასაშუალება და ეს არის პირველი წერტილოვანი დარტყმა. აქციების არავითარი გადადება და შეწყვეტა არ იქნებ“, - განუცხადა გიგა მაქარაშვილმა „ინტერპრესნიუსს“.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა