ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე „ფაიზერის“ 28 000 დოზაა შემოსული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე „ფაიზერის“ 28 000 დოზა არის შემოსული. მისივე განმარტებით, პირველ ეტაპზე, „ფაიზერის“ ვაქცინაზე ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებზე.

„ამ ეტაპზე, შემოსულია 28 000 დოზა, რომელიც გაიყოფა ორნაწილად - 14 000-14 000. მოგეხსენებათ, რომ მეორე დოზა კეთდება სამი კვირის შემდეგ, ამიტომ, ყველა ადამიანს რომ გარანტირებულად შეხვდეს, ანუ პირველად აცრილს, რა თქმა უნდა, მისთვის იქნება გარანტირებული (მეორე დოზა).

ამ ეტაპზე, ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ, მაგრამ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს იმაზე, რომ „ფაიზერზე“ ასაკი დაიწევა - როგორც ამ ეტაპზე ინსტრუქციით არის -16 წლის ზემოთ. მომავალ კვირაში ეს გაფორმდება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით და „ფაიზერის“ უკვე, მეორე პარტია რომ შემოვა ქვეყანაში ასაკი იქნება 16 წლის ზემოთ. ამ ეტაპზე „ბუკინგ ჯავშნები“ იქნება მხოლოდ 18 წლის ზემოთ. არ არის ზედა ზღვარი“. - აცხადებს გამყრელიძე.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა