ამირან გამყრელიძე - „ფაიზერის“ მეორე და მესამე პარტია ივლისის ყოველ კვირაში უნდა შემოვიდეს და ამ ხელშეკრულებით უნდა გვქონდეს მილიონამდე დოზა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდა მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინისა, მალე გახდება ცნობილი როდის და დამატებით რამდენი დოზა „ფაიზერი“ შემოვა აშშ-იდან დონაციის სახით. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ძალაში შედის ვაქცინაციის ინტენსიციფიცირების პროცესი. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაციაზე გადის სწორედ ეპიდემიის დამარცხების მთავარი გზა. გუშინ 24 საათში ჩვენ გვყავდა 7000 ვაქცინირებული, დღეს დაჯავშნილია 8 ათასამდე ჯავშანი და თანდათანობით ჯავშნების რაოდენობამ უნდა მოიმატოს. დღემდე ქვეყანაში ვაქცინაცია 4 ვაქცინით იყო: „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ფაიზერის“ დარჩენილი დოზები, რომლითაც დასავლეთ ევროპასა და აშშ-ის უნივერსიტეტებში გამგზავრებამდე სტუდენტებზე ვიყენებდით. გუშინ გვიან ღამე ქვეყანაში შემოვიდა პირველი პარტია „ფაიზერის“, იმ დიდი მილიონ დოზიანი ხელშეკრულების. მეორე და მესამე პარტია ივლისის ყოველ კვირაში უნდა შემოვიდეს და ამ ხელშეკრულებით უნდა გვქონდეს მილიონამდე დოზა. დღეს სამი საათიდან დაიწყება ჯავშნების გაკეთება, 16 ივლისიდან კი აცრა. დამატებით „ფაიზერი“ გამოიყო აშშ-ის დონაციის ფარგლებში, მალე გახდება ცნობილი რამდენი დოზა და როდის შემოვა აშშ-იდან დონაციის სახით.

ვაქცინების მარაგი დიდია. გარდა „ფაიზერისა“ ქვეყანაში არის ნახევარი-ნახევარი მილიონი „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, დაახლოებით 50 ათას დოზამდე „ასტრაზენეკა“ და დღეს დაემატა პირველი პარტია „ფაიზერისა“. ყველა საფუძველი არის იმისა, რომ ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაცია გავაჩაღოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა