ამირან გამყრელიძე - ყველა საფუძველი არის იმისთვის, რომ ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაცია გავაჩაღოთ

ყველა საფუძველი არის იმისთვის, რომ ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაცია უფრო მეტად გავაჩაღოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, ვაქცინაცია დროულად ჩაიტარონ.

„კარგია, რომ თანდათან ყოველდღიური აცრების მაჩვენებელი ზემოთ მიდის. ამ კვირაში გვაქვს 6-7 ათასი, დღეს იქნება 8 ათასი, თანდათან უნდა ავიდეთ სამიზნე დღიურ მაჩვენებელზე, რომელიც გახლავთ 20-დან 25 ათასამდე, რომ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% ავცრათ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, აცრის გარეშე ვერ შევაჩერებთ თანდათან გაუარესებად ეპიდსიტუაციას, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს და ვერ დავამთავრებთ ეპიდემიას ქვეყანაში. ამიტომ, ყველას უმორჩილესად გხოვთ, მივიდეთ ამცრელ კაბინეტებში და ავიცრათ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

„ფაიზერით“ აცრები ამ ეტაპზე, პარასკევიდან დაიწყება 3 ქალაქში და 7 კლინიკაში. ეს გახლავთ: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი. ვისაც ჰქონდა პირველ დოზებზე გამოცდილება, ის კლინიკები იქნება. ესენი არიან: ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც ყველაზე მეტი, დაახლოებით 10-მდე ბრიგადა იმუშავებს, ასევე „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, „ბოკერიას კლინიკა“ და თბილისში „ამტელ ჰოსპიტალი“. გარდა ამისა, იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში აცრები, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 4 ბრიგადა და დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ ცენტრში 2 ბრიგადა. ამ ეტაპზე პირველი დოზები იქნება ამ კლინიკებში ადმინისტრირებული. მეორე ტაპზე თანდათან ფართოვდება კლინიკების ჩამონათვალი და ჩვენ ივლისის ბოლომდე, „ფაიზერზე“ უნდა ავიდეთ დაახლოებით 95 კლინიკამდე, რომელიც მთელი ქვეყნის მასტაბით იქნება გაშლილი და დაახლოებით 160 ბრიგადამდე იქნება. აგვისტოში კიდევ ურო უნდა გავზარდოთ კლინიკების ჩამონათვალი და ბრიგადების რაოდენობა უნდა ავიდეს დაახლოებით 250 ბრიგადამდე“,-განაცხადა გამყრელიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა