რატი იონათამიშვილი - შეთანხმების დოკუმენტში ეწერა, რომ ჩვენ უნდა შეგვეჩერებინა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი და არა ის, რომ უნდა გაგვეუქმებინა

ჩვენი მიზანია ჩვენმა მოქალაქეებმა მართლმსაჯულებაში სამართალი ნახონ სწრაფად, ესაა მთავარი გამოწვევა და პროაქტიული კონსულტაციების გზით დარწმუნებული ვართ, რომ ამ პოზიციებს გაიზიარებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას მოსამართლეთა დანიშვნისა და საქართველოსთვის ფინანსური ტრანშის გამოყოფასთან დაკავშირებით.

იონათამიშვილის თქმით, მიშელის დოკუმენტი მოსამართლეთა დანიშვნის არა გაუქმებას, არამედ შეჩერებას ითვალისწინებდა.

„შეთანხმების დოკუმენტში ეწერა, რომ ჩვენ უნდა შეგვეჩერებინა პროცესი და არა ის, რომ უნდა გაგვეუქმებინა. ჩვენ შევაჩერეთ ეს პროცესი, დაველოდეთ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტი შემოსულიყო პარლამენტში, ასევე კანონის ძალა მივანიჭეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და მხოლოდ ამის შემდეგ განვაახლეთ ეს პროცესი, რომელიც იყო მაქსიმალურად გამჭვირვალე და ინკლუზიური. კითხვებს სვამდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორი და აკადემიური წრეები. საზოგადოება თვალს ადევნებდა ამ პროცესს და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები. ჩვენი მიზანია ჩვენმა მოქალაქეებმა მართლმსაჯულებაში სამართალი ნახოს რაც შეიძლება სწრაფად. ეს არის მთავარი გამოწვევა, რაც არსებობს და ჩვენ აქტიური და პროაქტიული კონსულტაციების გზით დარწმუნებული ვართ, რომ ამ პოზიციებს გაიზიარებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები,“ - განაცხადა იონათამიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა