რატი იონათამიშვილი - საქართველოსთვის სანქციების დაწესების ინტერესი აქვთ მხოლოდ რუსეთს და „ნაციონალურ მოძრაობას“

სინამდვილეში საქართველოსთვის სანქციების დაწესების ინტერესი აქვთ მხოლოდ რუსეთს და „ნაციონალურ მოძრაობას", - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ჟურნალისტებთან აშშ- ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის განცხადებას, რომ აშშ სანქციებზე წინასწარ არ საუბრობენ, თუმცა, ყურადღებით აკვირდება პროცესებს საქართველოში.

იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ამ განცხადებამ „რეალობას ფარდა ახადა".

„სინამდვილეში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ წინასწარ სანქციებზე არ საუბრობს მაშინ, როცა ჩვენი ოპოზიციის რადიკალური ჯგუფები ამბობენ, რომ წინასწარ საუბრობს აშშ სანქციებზე. ეს უკვე სინამდვილეში ფარდას ხდის იმ რეალობას რაც არის - სინამდვილეში სანქციების ინტერესი აქვთ მხოლოდ რუსეთს და „ნაციონალურ მოძრაობას". ჩვენი პარტნიორების და ხელისუფლების მიზანი თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა და ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობაა“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა კითხვაზე, იგეგმება თუ არა 5-6 ივლისის ძალადობაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება, ხაზი გაუსვა, რომ ისინი სანქციების შესახებ წინასწარ არ საუბრობენ.

„ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალადობაზე მსოფლიოში. სანქციები ერთ-ერთი ასეთი იარაღია. როგორც იცით, სანქციებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ, ვიდრე არ ავამოქმედებთ, მაგრამ სიტუაციას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. გვინდა, დავინახოთ, რომ ყველამ, ვინც ეს ჩაიდინა, პასუხი აგოს. რაც შეეხება საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ, რომ საჯაროდ დაგმონ ეს ძალადობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, გავიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, ზედმიწევნით გამოიძიონ ეს საქმე, რათა ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენი პირები სასამართლოს წინაშე წარდგნენ“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა