ანა ბუჩუკური - ის, რაც ჩვენ 5 ივლისს ვიხილეთ, სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის დადასტურება იყო

ის, რაც ჩვენ 5 ივლისს ვიხილეთ, სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის დადასტურება იყო - სახელმწიფომ 5 ივლისს ფუნდამენტური ფუნქცია ვერ შეასრულა, როცა მოქალაქეები მიზანმიმართული ძალადობისგან ვერ დაიცვა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა გააკეთა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მომხდარზე სათანადო რეაგირებას ვერ ახერხებს ვერც სამართლებრივი და ვერ პოლიტიკური მიმართულებით.

„ამას ვუყურებთ როგორც ჩვენ, ასევე ჩვენი მოკავშირეები. საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს მისამართით მწვავე განცხადებებს ვისმენთ. თუკი სანქციები იქნება გამოყენებული, პირველ რიგში, ეს მძიმე ტვირთად ქვეყანას დააწვება“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა