ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციას სხვა დღის წესრიგი ხელისუფლებასთან ოპონირების და ხელისუფლებაში მოსვლის არ აქვს, გარდა იმისა, რომ უსინდისოდ გამოიყენონ ადამიანის ტრაგედია

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს მაშინ, „როცა ხელისუფლებას პირდაპირი დანაშაული ამა თუ იმ ტრაგედიის მოხდენაში არ აქვს“. აღნიშნული განცხადებით ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ის არ გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლებამ რაიმეზე პასუხისმგებლობა უნდა აირიდოს, თუმცა, ოპოზიციას ხელისუფლებასთან ოპონირების სხვა დღის წესრიგი არ აქვს.

„ჩვენ სამწუხაროდ ვნახეთ, ბევრ შემთხვევაში ადამიანების სიკვდილით როგორ სპეკულირებდა ოპოზიცია, ბაჩალიაშვილის, შაქარაშვილის შემთხვევაში. ბევრი ასეთი შემთხვევაა, როცა ადამიანი კვდება და იწყება აღვირახსნილი კამპანია იმის, რომ ამ ადამიანის სიკვდილის გამო, ხელისუფლება უნდა გადადგეს. ოპოზიციას სხვა დღის წესრიგი ხელისუფლებასთან ოპონირების და ხელისუფლებაში მოსვლის არ აქვს, გარდა იმისა, რომ ასე უსინდისოდ გამოიყენონ ადამიანის ტრაგედია,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო