ირაკლი ქადაგიშვილი - არანაირ სანქციებზე ამერიკის მხრიდან საუბარი არ არის

თუ ჰიპოტეტურად გვიხარია, რომ საქართველო ოდესმე ისეთ მდგომარეობაში ჩავარდეს, რომ რომელიმე ქვეყანამ სანქცია დაუწესოს, რა თქმა უნდა, ვიღაცებს შეიძლება ასეთი ავადმყოფური აზრები აწუხებდეთ - იმათ, ვისაც ქვეყნის წინსვლა არ უხარიათ, - ასე ეხმიანება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აშშ- ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის განცხადებას.

მისი თქმით, სიტუაციას აკვირდებიან და ელოდებიან, რომ გამოძიება ბოლომდე წარიმართოს. ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით არანაირი განსხვავება არაა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის და საქართველოს მთავრობის პოზიციებს შორის. ამასთან, დეპუტატი სანქციების დაწესებას არ ელოდება.

„სამართლის აღსრულების ის მეთოდი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა - დაგიჭერ და რასაც მინდა, იმას გიზამ, სასამართლო ნოტარიულად დაამტკიცებდა პროკურატურის მოთხოვნას, ასე არ არის - ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოძიება და სასამართლო კანონის შესაბამისად წარიმართება და ყველა სასჯელს კანონის შესაბამისად მიიღებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ქვეყანაში კანონის აღსრულება ასე მოხდეს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადებაში საუბარი არ არის არანაირ სანქციებზე. კითხვა დასმული იყო ზოგად კონტექსტში, ამერიკა იყენებს თუ არა სანქციებს და მისი პასუხი იყო ზოგადი - ამერიკა სანქციებს იყენებს სხვადასხვა ვითარებაში, სხვადასხვა პირების წინააღმდეგ და ამ თვალსაზრისით ახალი არაფერი თქმულა. რაც შეეხება საქართველოს, არანაირ სანქციებზე ამერიკის მხრიდან საუბარი არ არის. თუ ჰიპოტეტურად გვიხარია, რომ საქართველო როდესმე ისეთ მდგომარეობაში ჩავარდეს, რომ რომელიმე ქვეყანამ სანქცია დაუწესოს, რა თქმა უნდა, ვიღაცებს შეიძლება ასეთი ავადმყოფური აზრები აწუხებდეთ, იმათ ვისაც ქვეყნის წინსვლა და წარმატება არ უხარია, მაგრამ დღეს არანაირი სანქცია არ გვემუქრება,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს