დავით სერგეენკოს განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან ტრანშის მიღება, მოლაპარაკების და ინფორმაციის მიწოდების შედეგად, გაგრძელდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან ტრანშის მიღება, მოლაპარაკების და ინფორმაციის მიწოდების შედეგად, გაგრძელდება. აღნიშნულით სერგეენკო ევროკომისიის განცხადებას გამოეხმაურა მოსამართლეთა დანიშვნისა და ტრანშის გამოყოფის თაობაზე.

„შეთანხმება არ დარღვეულა, რადგან თანმიმდევრობა უნდა ყოფილიყო ასეთი: ჯერ უნდა შექმნილიყო შესაძლებლობა ოპოზიცია შემოსილიყო პარლამენტში და ფართო ფორმატში ყოფილიყო მსჯელობა ამ დანიშვნაზე, რაც მოხდა კიდეც, ასევე, უნდა ყოფილიყო კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები, რაც დაწყებულია. ასე რომ, მე არ ვფიქრობ, რომ რადიკალური დაპირისპირებაა ამ პოლიტიკურ შეთანხმებასთან - შარლ მიშელის დოკუმენტთან, მსჯელობა ამ საკითხზე გრძელდება. რაც შეეხება იმ საკითხს, რომელიც დღეს გაჟღერდა, ეს იყო 75 მილიონიანი სესხის შესახებ, რომელიც მე ვფიქრობ, ინფორმირებულობის და მოლაპარაკების შედეგად შეუფერხებლად გაგრძელდება,"- განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის განცხადებით, მოსამართლეების არჩევა ხელისუფლებისთვის დაკარგული შესაძლებლობაა სასამართლოს რეფორმის მიმართ ერთგულების დამტკიცებისთვის - ამ ნაბიჯმა შეიძლება მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე უარყოფითად იმოქმედოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა