ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიციას ერთი სული აქვს, საქართველოს სანქციები დაუწესდეს, თუმცა საზოგადოებას ვარწმუნებ, საქართველოს სანქციებს არასოდეს დაუწესებენ

ოპოზიციას ერთი სული აქვს, საქართველოს სანქციები დაუწესდეს, თუმცა საზოგადოებას ვარწმუნებ, საქართველოს სანქციებს არასოდეს დაუწესებენ , - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, საქართველო რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის გათვალისწინებით მოწინავე ქვეყანაა.

"აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის განცხადებაში გამოთქმული იყო შეშფოთება იმაზე, რაც 5 ივლისს მოხდა. რა თქმა უნდა, მომხდარ ძალადობას ყველა ვგმობთ და ამ სულისკვეთებას ჩვენც ვუერთდებით. რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, ჟურნალისტმა დასვა კითხვა საქართველოსთვის სანქციების დაწესების თაობაზე. პასუხი ძალიან ზოგადი იყო - ზოგადად, ქვეყნებს, სადაც ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა, რა თქმა უნდა, სანქციები უწესდებათ. საქართველო ის ქვეყანა არ არის, სადაც ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა. შესაბამისად, ამ მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანს არ ველოდები. თეორიული დაშვება, რომ საქართველოს ვინმემ შეიძლება სანქცია დაუწესოს, არის გამორიცხული", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, 5 ივლისს პოლიციელებისთვის ჟურნალისტებზე მომხდარი თავდასხმა მოულოდნელი იყო და შესაბამისად, მათ ჟურნალისტების სათანადოდ დაცვა ვერ შეძლეს.

"რა თქმა უნდა, რაც მოხდა ცუდი და არასასურველი ფაქტია - იმ მომენტში, პოლიციამ ჟურნალისტების დაცვა ვერ შეძლო, რაც სამომავლოდ გაკვეთილი იქნება", - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს
ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი განცხადებას ავრცელებს
განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports-ი მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს
ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები
"ტანტა" და თერაპიის ცენტრი "გრადაცია" - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით