კახა კალაძე - ზაზა გახელაძე დაგვიბრუნდა, ერთწლიანი წვალება, ოჯახის, მთელი ქვეყნის ნერვიულობა, მოლაპარაკებები უკან დარჩა

ზაზა გახელაძე დაგვიბრუნდა! ერთწლიანი წვალება, ოჯახის, მთელი ქვეყნის ნერვიულობა, მოლაპარაკებები უკან დარჩა, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კალაძე აღნიშნავს, ოკუპაცია დროებითია, ჩვენი მშვიდობიანი თანაცხოვრება აფხაზებთან და ოსებთან ერთად კი, გარდაუვალი და კანონზომიერი.

„ზაზა გახელაძე დაგვიბრუნდა! ერთწლიანი წვალება, ოჯახის, მთელი ქვეყნის ნერვიულობა, მოლაპარაკებები უკან დარჩა. ზაზა სახლში ბრუნდება. სიმწარენარევი სიხარულია... მინდა მჯეროდეს, მსგავსი სანერვიულო აღარ მოგვეცემა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ქვეყანა გვაქვს გასამთლიანებელი! ოკუპაცია დროებითია, ჩვენი მშვიდობიანი თანაცხოვრება აფხაზებთან და ოსებთან ერთად კი, გარდაუვალი და კანონზომიერი!“, - წერს კახა კალაძე.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე გავრცელდა.

"გათავისუფლდეს იგი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი სასჯელისაგან", - ნათქვამია "განკარგულებაში".

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "განკარგულება" ძალაში შედის დღეიდან.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს