ვახტანგ გომელაური - ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ზაზა გახელაძე ოჯახში დაბრუნებულიყო

ყველაფერი გავაკეთეთ რომ ეს ადამიანი ოჯახში დაბრუნებულიყო, თავის შვილებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ერგნეთში განაცხადა.

"მივულოცავ ოჯახს პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა, ზაზა გახელაძეს თვეები მოუწია ციხეში ყოფნა, უკანონოდ იყო დაკავებული, თუმცა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ადამიანი ოჯახში დაბრუნებულიყო, თავის შვილებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ მას 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო