ვახტანგ კალოიანი - შევდივართ „მეოთხე ტალღაში“, ერთადერთი გამოსავალი სწრაფი ვაქცინაციაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე აგვისტო გვექნება

ჩვენ შევდივართ „მეოთხე ტალღაში“, ერთადერთი გამოსავალი არის სწრაფი ვაქცინაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება მძიმე აგვისტო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მდივანმა ჯანდაცვის საკითხებში, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა, ექიმმა ვახტანგ კალოიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, „მეოთხე ტალღაში“ ხელისუფლების არათანმიმდევრული და უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო შევდივართ.

„ჩვენ მეოთხე ტალღაში შევედით, შევედით ხელისუფლების არათანმიმდევრული და უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო. დღეს უწევს ჯანდაცვის მინისტრს აღიარება, რასაც ჩვენ წელიწადნახევრის წინ ვამბობდით, თურმე შარშან ზაფხულში რაც დაგვიანდა ღონისძიებები და იმის შედეგს ახლა ვიმკით. დიახ, დაგვიანდა და ჩვენ მივუთითებდით და ვთხოვდით გაეთვალისწინებინათ, მაგრამ არავის გაუთვალისწინებია. ჩვენ შევდივართ მეოთხე ტალღაში, ერთადერთი გამოსავალი არის სწრაფი ვაქცინაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება მძიმე აგვისტო და განსაკუთრებით სექტემბერი. რაოდენობამ ცალსახად აჩვენა, რომ მოსახლეობას აქვს სურვილი აიცრას, აქვს ნდობა ვაქცინაციის მიმართ და ამას ხელისუფლების მხრიდან სჭრიდება ორგანიზება, ინფორმირება და კარგი ლოჯისტიკა. ამ შემთხვევაში მოქალაქეების დამყოლობა იქნება მაღალი“ , - განაცხადა კალოიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა