იური ნოზაძე „მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის“ პროექტის შუალედური შედეგების წარდგენის ღონისძიებას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე „მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის“ პროექტის შუალედური შედეგების წარდგენის ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული პროექტი დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის „საბუკო“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

„ნებისმიერი პროექტი და ინიციატივა, რომელიც ემსახურება და მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის ბუნების დაცვას და აღდგენას, მათ შორის, ჭალის ტყეების აღდგენას, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ჭალის ტყეებში არსებული პრობლემა გლობალურია; მათ გადაჭრას და პირვანდელ სახემდე დაბრუნებას ათეულობით წელი სჭირდება. დღეისთვის, ჩვენ შეგვიძლია, შევაჩეროთ პროცესი, რასაც მხოლოდ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობით მივაღწევთ. ძალიან კარგია, რომ ამ უმნიშვნელოვანეს პროექტს „საბუკო“ ახორციელებს; მსგავს პროექტებს ყოველთვის ექნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერა“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანი მდინარე ივრის ჭალის ტყეების აღდგენა/განვითარებაა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში საძოვრებზე ეკოლოგიური პროცესების, ბიომრავალფეროვნებისა და პროდუქტიულობის აღდგენის მიმდინარე პროცესი ხელს უწყობს ადგილობრივი მესაქონლეობის განვითარებას, რაც მნიშვნელოვნია მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

„პროექტის შუალედური შედეგების წარდგენის ღონისძიების ფარგლებში დისკუსია გაიმართა და ფილმის „უდაბნოს პირისპირ“ ჩვენება მოეწყო, რომელიც „საბუკოსა“ და ეკო ფილმის ერთობლივი ნამუშევარია და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

პროექტი „მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენა“ ლანდშაფტის აღდგენის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის „საბუკო“ და Birdlife International-ის თანამშრომლობითა და Cambridge Conservation Initiative-ის ფინანსური მხარდაჭერით 2019 წლიდან ხორციელდება.

საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის „საბუკოს“ დირექტორის, ნათია ჯავახიშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში ხორციელდება საძოვრებზე მდგრადი ძოვების მართვის სისტემების დანერგვა; ჭალის ტყეებზე კი, დალის წყალსაცავიდან წყლის რეგულარული გამოშვების საშუალებით, ჭალის ტყეების ბუნებრივი დატბორვის ციკლის აღდგენა მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა