ლევან ბეჟაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც ცესკო-ს წევრობის და თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატების მოსმენა უნდა გაიმართოს, დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის და თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატების მოსმენა უნდა გაიმართოს, დატოვა.

როგორც ბეჟაშვილმა სხდომის დატოვებამდე განაცხადა, ეს პროცესი სათავეშივე დაირღვა და კომისიის წევრების არჩევა 2/3-ით ვერ მოხდება, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ვერ მივიღებთ კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას, იმიტომ რომ ვფიქრობთ, პროცესი, რაც ჩაფიქრებული იყო, როდესაც საარჩევნო კოდექს ვიღებდით, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების და თავმჯდომარის არჩევა კონსენსუსის საფუძველზე მომხდარიყო, სათავეშივე დაირღვა. ის, რაც ხდებოდა, არ შეუწყობს ხელს მაღალი კონსენსუსით, 2/3-ით კანდიდატების არჩევას და მივიღებთ ისეთ კომისიას, რომელიც 6 თვით შეასრულებს მოვალეობას და საზოგადეობას ამ კომისიის ნდობა არ ექნება“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარისა და ორ ე.წ. პროფესიონალი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების მოსმენას იწყებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს