პოლიციამ ტყიბულში მომხდარ დაჭრაში ბრალდებული თბილისში დააკავა

პოლიციამ ტყიბულში მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პირი თბილისში დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოსთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.რ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ივლისს, ტყიბულში, გელათის ქუჩაზე, წარსულში არსებული უთანხმოების გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ნაცნობი - 1987 წელს დაბადებული ა.ფ.

სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა. ამის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მეგობრის - 1974 წელს დაბადებული ზ.ს.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კ.რ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თბილისში, ბრალდებულის სახით დააკავეს. კ.რ.-ის მეგობარი - ზ.ს. კი, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პოლიციის მიერ მომხდარიდან მალევე, ტყიბულში იქნა დაკავებული.

კ.რ.-ს ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება. აღნიშნული დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა