„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას ესწრებიან, თუმცა, ცესკო-ს თავმჯდომარეობის არც ერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ

ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტმა შემოგვთავაზა ისეთი კანდიდატურები, რომლებიც ნდობას ვერ იმსახურებს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯაგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. პარტიის წევრები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას ესწრებიან, თუმცა, თავმჯდომარეობის არც ერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ.

„სამწუხაროა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარესთან დაკავშირებით არჩევანი არ დაგვიტოვა მმართველმა პარტიამ. პრეზიდენტმა შემოგვთავაზა ისეთი კანდიდატურები, რომლებიც ნდობას ვერ იმსახურებს, ისინი არიან ცესკო-ს მოქმედი თანამშრომლები და ისინი ვერ გამოვლენ ბუნებრივია, იმ გავლენიდან, რაც ცესკოშია. წევრებთან დაკავშირებით გვაქვს მეტ-ნაკლები არჩევანი და საბოლოო პოზიციას ჩამოვაყალიბებთ მას შემდეგ, რაც კითხვებზე მოვოსმენთ მათ პასუხებს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარისა და ორ ე.წ. პროფესიონალი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების მოსმენას იწყებს. პროცესი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დაიწყო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო