კობა კობალაძე სამტრედიაში და ვანში ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, რეგიონებში გეგმიური ვიზიტს ფარგლებში მორიგი შეხვედრები სამტრედიის და ვანის მუნიციპალიტეტში გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

სამსახურის დირექტორი ადგილობრივ ვეტერანებს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, გრიგოლ დალაქიშვილს და ვანის მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე გოგორიშვილს შეხვდა.

შეხვედრებზე, კობა კობალაძე, სამტრედიის და ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, პრიორიტეტული პროგრამების შემუშავების და სამსახურის ბენეფიციართა ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფის შესახებ ესაუბრა.

მათივე ინფორმაციით, ვეტერანებმა დასვეს კითხვები, რომელზეც სამსახურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხი მიიღეს მათ ასევე გამოთქვეს სურვილი ჩაერთონ სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ სხვადასხვა სოფლის მეურნეობის პროგრამებში.

„თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სტუმრებს, ის პროგრამები გააცნეს, რომლებითაც ვეტერანები კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში სარგებლობენ. დღევანდელი მონაცემებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია - 941 ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი, ხოლო ვანის მუნიციპალიტეტში 300.

შეხვედრებს ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსი გელა ცინაძე.

სამსახურის დირექტორის გეგმიური შეხვედრები რეგიონებში მცხოვრებ ვეტერანებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მიზნად ისახავს, სამსახურის ბენეფიციართა სოციალურ- ეკონომიკურ და ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად სხვადასხვა უწყებების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას და უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა