ანრი ოხანაშვილი - ზაზა გახელაძის გათავისუფლება მნიშვნელოვანი წარმატებაა

„ყველას გილოცავთ ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, ვულოცავ ოჯახს - ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა. მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს, მის მიერ გაწეული ძალიან დიდი შრომისთვის, ყველა უწყებას - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს“, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის გათავისუფლებას კომიტეტის სხდომაზე.

მისი თქმით, პარლამენტის წევრები, თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტები ყველა ფორმატში იყენებდნენ შესაძლებლობას და მაქსიმალურად მოითხოვდნენ, რომ ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულიყო.

ანრი ოხანაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს პროცესში შეტანილი დიდი წვლილისთვის.

„მოლაპარაკებები ძალიან საჭირო და ეფექტიანი მექანიზმია იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა გავატაროთ და ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ აბსოლუტურად ყველგან. მადლობა ამ ოჯახს მოთმინებისთვის და რაც მთავარია, ისინი გრძნობდნენ სახელმწიფოს თანადგომას. ჩვენი ორი მოქალაქე ჯერ კიდევ რჩება უკანო ტყვეობაში და მათ ოჯახებსაც მივმართავ, სახელმწიფო იქნება თქვენ გვერდით, არასოდეს მიგატოვებთ და შედეგი იქნება წარმატებული და ყველა პირი, რომელიც უკანონო ტყვეობაშია, გათავისუფლდება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა