ადგილობრივები გლდანში მომხდარი მკვლელობის შესახებ გარკვეულ დეტალებს ყვებიან

ადგილობრივები გლდანში, მომხდარი მკვლელობის შესახებ გარკვეულ დეტალებს ყვებიან. როგორც ადგილობრივები „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას იხსენებენ, გარდაცვლილი 35-40 წლის მამაკაცია, რომელსაც რამდენიმე ტყვია ესროლეს.

„მაღაზიაში ვიყავი, სროლის ხმა გავიგე. ვიფიქრე, ბავშვები არიან, ან დაბადების დღეა-თქო, გამოვედი მაღაზიიდან და მანქანასთან დავინახე გარდაცვლილი. 30-35 წლის მამაკაცი იქნებოდა, არ ვიცი ვინ არის, ამ უბნელი არაა და არც ვიცნობთ. ქუჩაში არავინ იყო. ყველა ჩემს ყვირილზე გამოვიდა. კონფლიქტის ხმა არ გაგვიგია. გასროლილი ტყვია მანქანასაც მოხვდა. მგონი, გაიარა და ისე ესროლეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საცოლის ძმამ მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა