ცესკოს წევრობის კანდიდატისადმი პაატა მანჯგალაძის კითხვებსა და შეფასებებს არჩევნების გაყალებასთან დაკავშირებით ხმაური მოჰყვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის და თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს, ცესკო-ს წევრობის კანდიდატისთვის გია ცაცაშვილისთვის, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის კითხვებსა და შეფასებებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ხმაური მოჰყვა.

პაატა მანჯგალაძემ ცესკო-ს წევრობის კანდიდატს არჩევნების ოქმების დისბალანსისა და სხვა მონაცემების შესახებ ჰკითხა, რაზეც პასუხი ვერ მიიღო. ანრი ოხანაშვილმა კი მას ამ მონაცემების საგამოძიებო კომისიისთვის წარდგენისკენ მოუწოდა.

„კანდიდატი მოქნილია, დიპლომატიურად საუბრობს. ილაპარაკა, მაგრამ არ ილაპარაკა არაფერზე. არცერთ პრინციპულ საკითხზე პოზიცია არ დაუფიქსირებია. განცდა მაქვს, რომ სპეციალისტის პოზიციიდან ვერ გამოხვედით. ცესკო-ს წევრობა ნიშნავს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. ცესკო-ს წევრის გადაწყვეტილებამ შეიძლება ქვეყანა ბევრი რამის წინაშე დააყენოს, იმიტომ, რომ არჩევნებია დემოკრატიის ფუნდამენტი. თუ ის დათვლილი არ იქნება ზუსტად, ისე პრინციპულად, როგორც არის სწორი, ჩვენ შეიძლება სერიოზული დილემის წინაშე აღმოვჩნდეთ. 1000-დან 1500-მდეა დისბალანსი საქართველოში საშუალო სტატისტიკა არჩევნების. ეს არ არის ნორმალური. მომდევნო შეხვედრებზე ყველა ოქმს ამოვიტან და გამოვააშკარავებ, როგორ მოხდა არჩევნების გაყალბება“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ანრი ოხანაშვილმა კი მას არჩევნების შედეგების შემსწავლელი საპარალამენტო საგამოძიებო კომისიაში ჩართვისკენ მოუწოდა.

„ბატონო პაატა, მგონი საგამოძიებო კომისიაში ახლა მაინც უნდა შეხვიდეთ. ომახიანად ისაუბროთ იქ. ასეთი ფაქტები და არგუმენტები თუ გაქვთ, დაუდეთ საზოგადოებას, რატომ არ გინდათ საგამოძიებო კომისიის წინაშე დადოთ? აქ რომ გვესაუბრებით ომახიანად, აქ ამის დრო ხომ არაა? რა თქმა უნდა, გიპასუხებთ, ბევრ საკითხში საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდით. პირდაპირ მიზანმიმართულად ხშირად ხდება ტყუილის ტირაჟირება. ამიტომ ყველა შეკითხვაზე არის პასუხი და თუ გრჩებათ განცდა, რომ რაღაც არ არის საკმარისი, იმაზე უკეთესი პლატფორმა, სადაც თქვენ საგამოძიებო კომისიაში იბარებთ კონკრეტულ პირებს და შეკითხვებს უსვამთ, საზოგადოებას აჩვენებთ, რა პრობლემა იყო და ამას არ იყენებთ, ეს პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ არ გაქვთ მყარი არგუმენტები. აქ ვერ მოვაწყობთ განხილვას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა