რომან გოცირიძე - მთავრობის მიერ მიმდინარე წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებს შეიძლება საბიუჯეტო თაღლითობა ვუწოდოთ

მთავრობის მიერ მიმდინარე წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებს შეიძლება საბიუჯეტო თაღლითობა ვუწოდოთ - აღნიშნულ შეფასებას პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე აკეთებს.

როგორც გოცირიძე განმარტავს, ნაცვლად იმისა, შემცირებულიყო ბიუჯეტის დეფიციტი, უსარგებლო და კორუფციული ხარჯები და არ ყოფილიყო აუცილებელი დამატებით ვალის აღება, „მთავრობამ მოსალოდნელი შემოსავლები გადამალა და წინასაარჩევნოდ გამოაჩინა იგი".

„ეს იმიტომ გააკეთა, რომ ბოლომდე ამოეწურა ბიუჯეტის ნაშთებში არსებული, სესხად აღებული 2,3 მილიარდი ლარი და ეს ფული ადგილობრივი არჩევნების წინ სხვადასხვა გულისმოსაგებ პროექტებში დაეხარჯა.

ბიუჯეტის შემოსავლებში ისეთი თანხები გამოაჩინეს, რომელიც ისედაც იყო ცნობილი უკვე დეკემბერში ბიუჯეტის შედგენისას და რომლის პროგნოზირება არ წარმოადგენდა დიდ სირთულეს.

მაგალითად, ბიუჯეტის შემოსავლები იზრდება 420 მილიონი ლარით მხოლოდ რამდენიმე პროგნოზირებადი წყაროებიდან:

50 მლნ ლარი - სს „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ გადასახდელი დივიდენდი;

40 მლნ ლარი - საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამატებით გადახდილი დივიდენდი;

200 მლნ ლარი - პრივატიზაცია;

70 მლნ ლარი - საპროცენტო შემოსავლის სახით;

60 მლნ ლარი - სესხების დაბრუნება, სს „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ დასაფარი ვალდებულებების ფარგლებში.

ეს არის ბიუჯეტის მორგება პოლიტიკურ ინტერესებზე.

ის 500 მილიონი ლარი, რომელიც რეგიონებში წინასაარჩევნოდ დაიხარჯება, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ ბიზნესებში ილექება. სამუშაოებზე შეკვეთებს ისინი იღებენ და თანაც გაბერილი მოცულობით", - აცხადებს რომან გოცირიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო