ალეკო ელისაშვილი - არ მინდა საქმე სანქციებამდე მივიდეს - „ქართული ოცნების" ლიდერები კი არა, ქვეყანა მენანება - ისედაც არავინ გვეკარება სათოფეზე და ამ სანქცირებულ ქვეყანაში ფულს არავინ ჩადებს

მე მინდა, სანქციებამდე საქმე არ მივიდეს - „ქართული ოცნების“ ლიდერები კი არ მენანება, ქვეყანა მენანება ამისთვის, - ასე ეხმიანება „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აშშ - ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით.

ელისაშვილის თქმით, სანქციები არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას", არამედ ქვეყანას დააზარალებს.

„მე არ მინდა, რომ სანქციებამდე მივიდეს საქმე, სანქციები მარტო „ქართულ ოცნებას" ხომ არ დააზარალებს? - ქვეყანას დააზარალებს, საქართველო გამოჩნდება ქვეყნად, რომელიც ერთ დროს რაღაც დემოკრატიის მაგალითს იძლეოდა და ახლა სანქცირებული ქვეყანა იქნება, რაც ძალიან ცუდი იქნება და ამ ღარიბ და სასოწრაკვეთილ ქვეყანას კიდევ უფრო გადაჩეხავს სიღარიბის და სიღატაკის უფსკრულში.

ისედაც არავინ გვეკარება სათოფეზე და ამ სანქცირებულ ქვეყანაში არავინ ფულს არ ჩადებს. ამიტომ იმედი მაქვს, „ქართული ოცნება" გონს მოეგება და ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს, ადეკვატურად აიღებს პასუხისმგებლობას 5 ივლისს მომხდარ ფაქტებზე, როცა გამძივნვარებულმა ხალხმა გადაიბარა ხელისუფლება თბილისის ქუჩებში და გამქრალი იყო აბსოლუტურად ხელისუფლება მთელი დღის განმავლობაში, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ხელისუფლება“, - განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა