ლელა ტალიური - ბოლო არჩევნები იყო პრობლემური, დაფიქსირდა ბევრი დარღვევა, თუმცა გამიჭირდება თქმა, რომ ეს ცალსახად გაყალბებული არჩევნებია

ეს იყო პრობლემური არჩევნები, იყო ბევრი დარღვევა, თუმცა, ჯამურად გამიჭირდება თქმა, რომ ეს არჩევნები ცალსახად გაყალბებული არჩევნებია, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ცესკო-ს წევრობის კანდიდატმა ლელა ტალიურმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების გაყალბების შესახებ ხაზგასმული ინფორმაცია არცერთ ანგარიშში არაა.

„გაყალბდა თუ არა არჩევნები, ამ სიტყვას თქვენ ვერცერთ ანაგარიშში ვერ ნახავთ, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში და ვერც ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებში. ყოველ შემთხვევაში ანგარიშებში ასეა. იქ არის საუბარი იმაზე, რომ ყველაზე ცუდი არჩევნები იყო. მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები იყო ძალიან პრობლემური არჩევნები. გამიჭირდება იმის თქმა, რომ მიზანმიმართული გადაცდომა და დარღვევა მხოლოდ ერთი მიმართულებით, მმართველი პარტიის სასარგებლოდ იყო. ეს იყო პრობლემური არჩევნები, იყო ბევრი დარღვევა, თუმცა, ჯამურად გამიჭირდება თქმა, რომ ეს არჩევნები ცალსახად გაყალბებული არჩევნებია. ეს იყო ძალიან პრობლემური და რთული, სერიოზული არჩევნები“, - განაცხადა ლელა ტალიურმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო