ირაკლი ზარქუა რომან გოცირიძეს - პროფესორი კაცი ხართ და ვიცი, რომ გიყვართ ქვეყანა, მაგრამ ასე უნდა ილაპარაკოთ, პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვთ ასეთი - მსხვერპლი ხართ და მძევალი ამ მოცემულობის

ბატონო რომან, 1 174 000-ით ვზრდით ბიუჯეტს, ვიცი, თქვენ არ მოგწონთ, როგორც პოლიტიკოსს. პროფესორი კაცი ხართ და ვიცი, რომ გიყვართ ქვეყანა, მაგრამ ასე უნდა ილაპარაკოთ, პოლიტიკური დღისწესრიგი გაქვთ ასეთი, მსხვერპლი ხართ და მძევალი ამ მოცემულობის! - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, რომან გოცირიძეს საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

ზარქუას განცხადებით, შეუძლებელია უკმაყოფილო იყო, როდესაც ჯანდაცვის სექტორს 600 მილიონი ლარი ემატება, შიდა ვალი კი 150 მილიონით მცირდება.

ზარქუამ რომან გოცირიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში არსებული ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაახსენა და აღნიშნა, რომ იმ დროისთვის საქართველო რეგიონში ეკონომიკურად ყველაზე ჩამორჩენილი იყო და მაშინდელი ხელისუფლება „ვალების ეკონომიკას“ აწარმოებდა.

„ამ პატარა საქართველოში, რომელსაც ამდენი გამოწვევა აქვს, უცებ ბიუჯეტში შემოდის ცვლილება, რომ 1 174 000-ით ვზრდით, სულ მაინტერესებდა ოპოზიცია შემოვიდოდა კომიტეტზე თუ არა. რომან გოცირიძე რომ გამოჩნდა, ვიფიქრე, ან აერია კომიტეტი, ან რაღაც, იმიტომ, რომ ასეთ თემებში არ იღებენ ხოლმე მონაწილეობას. ახლა ჰგონია რომ, ჩაავლო ხელი რაღაცას და ეროვნული ბანკიდან დივიდენდი წინასწარ როგორ არ იცოდითო, 40 მილიონზეა საუბარი. ბატონო რომან, 1 174 000-ით ვზრდით, ვიცი თქვენ არ მოგწონთ, თქვენ როგორც პოლიტიკოსს, თორემ პროფესორი კაცი ხართ და ვიცი, რომ გიყვართ ქვეყანა, მაგრამ ასე უნდა ილპარაკოთ, პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვთ ასეთი, მსხვერპლი ხართ და მძევალი ამ მოცემულობის. ვალების ეკონომიკაზე მე მოგიყვებით რა გქონდათ -2003 წელს 1 500 000 გქონდათ სამთავრობო ვალი და 4 მილიარდამდე აიყვანეთ ისე, რომ თან თავს იწონებდით, ეკონომიკური ზრდა გვაქვს რეგიონში ყველაზე მაღალიო, სინამდვილეში ყველაზე ბოლო იყავით და ამ დროს, სოციალურ ბაზაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მილიონს სცდებოდა. ეს იყო თქვენი ეკონომიკა. ფურცელზე დაწერილი და მხოლოდ პიარით შეფუთული, ეს იყო თქვენი, ვალების ეკონომიკა. ეს ახლა არ მოხდება! ჩვენ რასაც ვაკეთებთ ახლა, არის ის, რომ ჯანდაცვის ხარჯები უკვე 600 მილიონით იზრდება და უკვე გადასცდა 6 მილიარდ ლარს, იმიტომ, რომ ხალხზე ვზრუნავთ, იმიტომ, რომ ვიცით, რომ მათზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა.

კარგად ვიცით, რომ უმჯობესი იყო თანხა ჩაგვედო ინფასტრუქტურაში და რეალური ეკონომიკის განვითარებაში, ეს თქვენთვის უცხო ხილია, ეტყობა. ვალების თემაზე იყო საუბარი და 150 მილიონით მცირდება შიდა ვალი, ესეც რა, არ წაგიკითხავთ ?თუ გინდათ მოგცემთ და წაიკითხეთ!

220 მილიონით იზრდება ინფრასტრუქტურული მიმართულება რეგიონული პროექტები, ცუდია ? რაღაც გზებიო ახსენეთ, იმ გზების გაკეთებამ მერე ეკონომიკაში უნდა დაატრიალოს ფინანსური სახსრები, მეტი ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას, მეტი ტურისტი უნდა შემოვიდეს, მეტი რესტორნები, მეტი მომსახურების სექტორი, მეტი რეალური სექტორი უნდა განვითარდეს. ამას მე მასწავლიდით თავის დროზე, დაგავიწყდათ? არა, თქვენ უბრალოდ პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვთ და ასე უნდა ილაპარაკოთ“,- განაცხადა ზარქუამ.

ზარქუას გაღიზიანება, რომან გოცირიძის კრიტიკამ გამოიწვია, რომელმაც აღნიშნა, რომ „მთავრობის მიერ მიმდინარე წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებს შეიძლება საბიუჯეტო თაღლითობა ვუწოდოთ“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს