თბილისის მერია - ნაძალადევის რაიონში, მაღალაშვილის ქუჩაზე გზა კაპიტალურად შეკეთდა

ნაძალადევის რაიონში, მაღალაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 4 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა - მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„ნაძალადევის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. ამჟამად ვიმყოფებით მაღალაშვილის ქუჩაზე, სადაც გზა კაპიტალურად შეკეთდა. ამ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ათწლეულების განმავლობაში არ მოწესრიგებულა. დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი ქუჩით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

როგორც, მერიაში აცხადებენ, აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 283 000 ლარი გამოყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო