ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 3 ჩვილიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა

ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 3 ჩვილიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა, ჩვილი მმართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას კორონავირუსის „დელტა“ შტამი აქვს.

“ მათი მდგომარეობა მძიმე რჩება. ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, მმართვითი სუნთქვის რეჟიმი პერიოდულად იცვლება. ამ ერთთან, რომელიც განსაკუთრებით მძიმეა, შაბათიდან ჰემოდინამიკური არასტაბილურობა შეიმჩნევა, 2 ინოტროპულ საშუალებაზეა, მაღალი სიხშირით მმართვით სუნთქვაზე. სამივეს მდგომარეობა მძიმეა, ამ ერთის განსაკუთრებით“, - აღნიშნავს მაია ჩხაიძე.

როგორც ის აღნიშნავს, ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 67 ბავშვი და 60-მდე მშობელია მოთავსებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა