დავით სერგეენკო - არ ვარ დაგმობის გამოხატვის სპეციალისტი, არ ჩამომართვათ ირონიზებაში - მივიღებ რჩევას ვინმესგან, კიდევ რანაირად შემეძლო და რა შემეძლო გამეკეთებინა, აუცილებლად გავითვალისწინებ

არ ვარ დაგმობის გამოხატვის სპეციალისტი, არ ჩამომართვათ ირონიზებაში - მივიღებ რჩევას ვინმესგან, კიდევ რანაირად შემეძლო და რა შემეძლო გამეკეთებინა, აუცილებლად გავითვალისწინებ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნების ელჩების განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

სერგეენკოს თქმით, 5 ივლისთან დაკავშირებით მან და მისმა კოლეგებმა მკაფიო განცხადებები გააკეთეს.

„იმ სამწუხარო დღეს მოვლენები კალეიდოსკოპურად განვითარდა, 11 საათზე უკვე დაწყებული იყო ეს ძალადობა, რასაც პარლამენტის წინ ვხედავდით. ამაზე რეაქცია არ შეიძლება ნორმალურ ადამიანს ჰქონდეს სხვა, გარდა პროტესტისა და დაგმობისა. შეიძლება ამ დაგმობის ფორმა იმ წუთში საჯაროდ არ იყო გაჟღერებული, მაგრამ პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ ამაზე ყველა ჩემს კოლეგას გამონაკლისის გარეშე გვქონდა ეს პროტესტის მკაფიო გამოხატვა. რაც შეეხება დაგმობას, არ ვარ დაგმობის გამოხატვის სპეციალისტი, არ ჩამომართვათ ირონიზირებაში, მაგრამ მე რაც შემეძლო გავაკეთე, გავაკეთე საჯარო განცხადება და იგივე გააკეთეს ჩემმა კოლეგებმაც. მივიღებ რჩევას ვინმესგან, კიდევ რანაირად შემეძლო და რა შემეძლო გამეკეთებინა, აუცილებლად გავითვალისწინებ“, - განაცხადა სერგეენკომ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა