საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული საყოველთაო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ფარგლებში, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ პირველადი ვაქცინაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ჩაუტარდათ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესი პროცესია, როგორც მოქალაქეთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებისთვის.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის.

„იმუნიზაცია აქტიურად უნდა გაგრძელდეს, რაც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს განაპირობებს, როგორც სამუშაო ადგილებზე, ასევე მთლიანად ქვეყანაში. ამასთან, ვაქცინა მოგვცემს საშუალებას კვლავ შეზღუდვების გარეშე ვიცხოვროთ და შევასრულოთ ჩვენი სამსახურებრივი მოვალეობა“, - აღნიშნა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ.

საყოველთაო ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 485 პირს (სურვილის მიხედვით თანამშრომელთა ოჯახის წევრებს) ჩაუტარდა.

აღსანიშნავია, რომ პირველადი ვაქცინაცია ასევე ჩაუტარდათ ფინანსთა სამინისტროს სისტემის - ცენტრალური აპარატის, საგამოძიებო სამსახურის, სახაზინო სამსახურის, სსიპ საფინანსო - ანალიტიკური სამსახურის, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს.

აღნიშნული პროცესი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით მიმდინარეობს და რეგიონებშიც გაგრძელდება.

ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
კახა ოქრიაშვილი - ჩვენ, ქართველებს არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს
კომპანია „აზრმა“ BDO Digital-თან თანამშრომლობით ISO 27001 სტანდარტი დანერგა
ბაზისბანკის ინვესტიციით, მესტიაში სასტუმრო „ლილეო ინნ“ გაიხსნა
სიახლე მხოლოდ „ლიბერთის“ მომხმარებლებისთვის
„შეცვალე“ – „პროკრედიტ ბანკი“ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს