საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა.

საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი კომიტეტს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

ცნობისთვის, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თავდაპირველი 4.3%-დან იზრდება 7.7%-მდე. ასევე იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 3,8%-დან 7.5%-მდე.

2021 წლისთვის განახლებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 57,2 მლრდ ლარს შეადგენს, ნაცვლად გასული წლის დეკემბრის პროგნოზით არსებული 53,4 მლრდ ლარისა.

საგადასახადო შემოსავლები ჯამში 877,0 მლნ ლარით იზრდება და 12 922,0 მლნ ლარს შეადგენს. გადასახადების გაზრდილი მაჩვენებლიდან 720,3 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება, ხოლო 156,7 მლნ ლარი ავტონომიური რესპუბლიკების და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში.

გრანტების გეგმა 100,0 მლნ ლარით იზრდება და 457,0 მლნ ლარს შეადგენს (ზრდა სრულად მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში).

სხვა შემოსავლების მაჩვენებელი 1 200,0 მლნ ლარით განისაზღვრება, რაც დაგეგმილთან შედარებით 200 მლნ ლარით მეტია, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში ზრდა 250,0 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ნაწილში, ფაქტიური შესრულების გათვალისწინებით მცირდება 50,0 მლნ ლარით.

არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაცია) მაჩვენებელი იზრდება 230,0 მლნ ლარის ოდენობით, საიდანაც 200,0 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება, ხოლო 30,0 მლნ ლარი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში. ჯამში აღნიშნული მაჩვენებელი 480,0 მლნ ლარს შეადგენს.

ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) მაჩვენებელი იზრდება 60,0 მლნ ლარით და 210,0 მლნ ლარს შეადგენს (ზრდა სრულად მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში);

ვალის აღების მაჩვენებელი 154,9 მლნ ლარით მცირდება.

როგორც მთავრობა განმარტავს, აღნიშნული მაჩვენებლების გათვალისწინებით ნაერთი ბიუჯეტის არადეფიციტური შემოსულობები (ვალის აღების გამოკლებით) ჯამში 1 467,0 მლნ ლარით იზრდება, ხოლო ჯამური შემოსულობები 1 312,1 მლნ ლარით და 20 363 მილიონ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებს, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი იზრდება 1 174.9 მლნ ლარით და შეადგენს 17 933.1 მლნ ლარს.

მათ შორის: შემოსავლები - 12 249.0 მლნ ლარი (დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 1 069.8 მლნ ლარით);

საგადასახადო შემოსავლები შეადგენს 11 062.6 მლნ ლარს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან მიმართებაში გაზრდილია 720.3 მლნ ლარით, მათ შორის: საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრება 3 405.0 მლნ ლარით (იზრდება 90.0 მლნ ლარით); მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 951.0 მლნ ლარით; დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 746.6 (იზრდება 399.3 მლნ ლარით); აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 800.0 მლნ ლარის ოდენობით (იზრდება 218.0 მლნ ლარით); იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 80.0 მლნ ლარით (იზრდება 3.0 მლნ ლარით); სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრება 80.0 მლნ ლარით (იზრდება 10.0 მლნ ლარით).

წარმოდგენილი ცვლილებით სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად შეადგენს 19 498.8 მლნ ლარს, რაც დამტკიცებული გეგმასთან შედარებით გაზრდილია 1 114.2 მლნ ლარით. მთავრობის ინფორმაციით, ზრდა გამოწვეულია COVID-19-ის მართვის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ღონისძიებების, ასევე ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების დაფინანსების გაზრდით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა