მარინა კალიურანდი - მივესალმები ზაზა გახელაძის გათავისუფლებას - „ბორდერიზაციის“ მძვინვარე პროცესი და უკანონო გატაცებები უნდა შეწყდეს

მივესალმები ზაზა გახელაძის გათავისუფლებას და ვაფასებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობას მის გათავისუფლებაში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, საოკუპაციო ხაზთან „ბორდერიზაციის“ პროცესი და მოქალაქეების უკანონო გატაცებები უნდა შეწყდეს.

„ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიდამოებში „ბორდერიზაციის“ მძვინვარე პროცესი და საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცებები და დაკავებები უნდა შეწყდეს!,- წერს მარინა კალიურანდი.

მისი თქმით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო