რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლების ვაქცინაცია განხორციელდა

დღეს, აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლების ვაქცინაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ებრაელთა კავშირის, მუსლიმთა სამმართველოს, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის წარმომადგენლები და რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ.

„დღეს, ფაქტობრივად, ვაქცინაციის მეორე ეტაპი დაიწყო - სრული ვაქცინაცია რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა და რელიგიის სააგენტოს თანამშრომელთა ერთმა ნაწილმა უკვე გაიარა (20 მაისი - 16 ივნისი). მაშინ იმუნიზაციის პროცესში საქართველოს ებრაელთა კავშირის, მუსლიმთა სამმართველოს, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, ევანგელურ პროტესტანტული, სახარების რწმენის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო COVID-19-ის საწინააღმდეგო კამპანიაში თავიდანვე აქტიურად ჩაერთო: 2020 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხას დაემატა „სხვადასხვა რელიგიურ კონფესიათა მსახურები“. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოსთან თანამშრომლობით, საქართველოს მასშტაბით, უფასო PCR ტესტირება ჩაუტარდა მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხთა კათოლიკური ეკლესიის, ებრაული თემის, ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის, ბაპტისტური ეკლესიების კავშირისა და კათოლიკური ეკლესიის ასეულობით სასულიერო პირს. ტესტირების პროცესი გრძელდება დღესაც.

რელიგიის სააგენტო კვლავაც უზრუნველყოფს რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა ორგანიზებულ ჩართვას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში, რაც მაგალითის მიმცემი გახდება მრევლისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა