ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი - კითხვები არჩევნების გაყალბების თაობაზე დაისვა, თუმცა არცერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ მსგავსი ტერმინი გამოყენებული არ არის

კითხვები არჩევნების გაყალბების თაობაზე დაისვა, თუმცა არცერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ მსგავსი ტერმინი გამოყენებული არ არის, - ამის შესახებ პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილმა გიორგი სანტურიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სანტურიანი იმასაც ამბობს, რომ პარლამენტისთვის შეთავაზებული ყველა კანდიდატი, არჩევის შემთხვევაში, დაამტკიცებს, რომ იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.

"მინდა თავიდანვე აღვნიშნო, რომ პროცესი საკმაოდ ღია, საჯარო და ინკლუზიური იყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საკონკურსო კომისიასა და პრეზიდენტს წარდგენისთვის. რაც შეეხება ნდობას, ყველა კანდიდატი, ვინც პრეზიდენტმა პარლამენტში წარადგინა, მაქსიმუმს გააკეთებს, რომ არჩევის შემთხვევაში, ყველა მხარის ნდობა მოიპოვოს. ვფიქრობ, ამ დიდ გამოწვევას ყველა წარმატებით გაართმევს თავს. დამოუკიდებლობა განხორციელებული საქმიანობით იზომება", - განაცხადა გიორგი სანტურიანმა.

ამ წუთებში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს უსმენს. ამ პოსტზე სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები შესთავაზა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო