„პირველი არხის“ ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილიკო თვალიაშვილის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი მაღრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას - პატიმრობას მოითხოვდა. პროკურატურა მაღრაძის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე საუბრობდა.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის როგორც ფაქტობრივი საფუძველი, ასევე ფორმალური საფუძველი და ბრალდებულს შეუფარდა - პატიმრობა სავსებით დასაბუთებულად. საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება როგორიცაა ამოცნობის ოქმი, ვიდეომასალის დათვალიერების ოქმი და სხვა მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს მის ბრალეულობას პირველი არხის ოპერატორის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს" , - განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 2 სექტემბერს ჩაინიშნა.

გამოძიების ინფორმაციით, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე გიორგი მაღრაძე და მასთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორს ილიკო თვალიაშვილს. კერძოდ, ბრალდებულები ოპერატორს ფიზიკური ძალადობითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა