მრავალეროვნული ყოველწლიური სწავლება SEA BREEZE 2021 დასრულდა

მრავალეროვნული ყოველწლიური სწავლება SEA BREEZE 2021 დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სწავლების ბოლო ეტაპზე, უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, მონაწილე ქვეყნების მცურავი საშუალებების მონაწილეობით, ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების "დიოსკურიისა" და "ოჩამჩირეს" ეკიპაჟებმა ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო დანაყოფებთან ერთად ძებნა-გადარჩენის ოპერაციები, საზღვაო სროლები და ტაქტიკური მანევრები განახორციელეს. წვრთნების მიზანი იყო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ურთიერთქმედების დახვეწა და ერთობლივი შესაძლებლობების გაზრდა.

აშშ-ის მე-6 ფლოტისა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი ორგანიზებით, სწავლება SEA BREEZE შავ ზღვაში 10 დღის მანძილზე მიმდინარეობდა. SEA BREEZE 2021 წელს ყველაზე მასშტაბურად ჩატარდა და მასში ექვსი კონტინენტის 32 ქვეყნის 5000-მდე პერსონალი, 32 გემი, 40 საჰაერო ხომალდი და სპეციალური ოპერაციებისა და მყვინთავთა 18 ჯგუფი მონაწილეობდა.

მრავალეროვნულ სწავლებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საზღვაო, სახმელეთო და საშტაბო კომპონენტებში მონაწილეობდნენ. სწავლების თითოეული ელემენტი დაიგეგმა და განხორციელდა ნატო-ს სტანდარტებისა და პროცედურების სრული დაცვით“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა