სერგო ჩიხლაძე - სანქციები რეალური ხდება - ღარიბაშვილებს, გომელაურებს, მოსამართლეებს დაეკისრებათ პირადი სანქციები

სანქციები სამწუხაროდ, სულ უფრო რეალური ხდება - ღარიბაშვილებს, გომელაურებს, ასევე, მოსამართლეებს დაეკისრებათ პირადი სანქციები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე საუბრები ადრეც მიდიოდა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ საჯაროდ მოხდა სანქციებზე მინიშნება, ამას კი მკვეთრად კრიტიკული განცხადებები მოჰყვა მოსამართლეთა დანიშვნის გამო.

„სანქციების თემა ნამდვილად არ მიხარია, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა ხდება. პირველად, ვერბალურად გაჟღერდა რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობის მიმართ სანქციები, რაც გააჟღერა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგებელმა. დღეს ჩვენ ვნახეთ სახელმწიფო მდივნის ძალიან კრიტიკული „ტვიტი“ მოსამართლეთა დანიშვნისა და იმის შესახებ, რომ უხეშად არღვევს „ქართული ოცნება“ მიშელის შეთანხმებას, ასევე იყო ევროკავშირის განცხადება ფინანსურ დახმარებაზე. ასე რომ, სანქციები სამწუხაროდ, სულ უფრო რეალური ხდება და ღარიბაშვილებს, გომელაურებს, ასევე, მოსამართლეებს დაეკისრებათ პირადი სანქციები,“ - განაცხადა ჩიხლაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს