ხატია დეკანოიძემ პროკურატურაში განცხადება შეიტანა, სადაც იმ პირების დაპატიმრებას ითხოვს, რომლებიც 5-6 ივლისს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ გენერალურ პროკურატურაში, 5-6 ივლისს პარლამენტის წინ „თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებზე გამოძიების და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით, განცხადება შეიტანა.

როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მის მიერ წარმოდგენილ ვიდეოკადრებში აქციის ორგანიზატორები ღიად მოუწოდებენ ძალადობისკენ, რაც არის სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის დანაშაული და ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას.

„დღეს მოვითხოვ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობრივად მოუწოდებდნენ ადამიანების დასჯისკენ და რომელთა ძალადობრივმა მოწოდებებმაც გამოიწვია „ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიკვდილი. მოვიტანე მტკიცებულებები განცხადებასთან ერთად, რომელშიც რამდენიმე ადამიანი - ზურაბ მახარაძე, კონსტანტინე მორგოშია, შოთა მარტინენკო და გურამ ფალავანდიშვილი ღიად ძალადობისკენ მოუწოდებენ ორგანიზებულ ჯგუფს, რაც არის სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის დანაშაული და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას. ყველა ეს პირი სასწრაფო წესით უნდა დაიკითხონ და დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ ღარიბაშვილის, გომელაურის გადადგომას და მათ პასუხისმგებლობას, მაგრამ დღეს ეს ადამიანები, რომლებიც ძალადობისკენ მოუწოდებენ კონკრეტულ პირებს დაუყონებლივ უნდა იყვნენ დაპატიმრებულები”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო