ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნება“ არის ყოველ ზღვარს გადასული საქართველოს პარტნიორებთან დაკავშირებით

სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა და ხელისუფლების მიერ 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ არის ყოველ ზღვარს გადასული საქართველოს პარტნიორებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო მდივნის განცხადებები ნიშნავს სერიოზული შეშფოთების მკაცრს ტონში გამოხატვას საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით.

„სახელმწიფო დეპარტამენტი პირდაპირ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ განაახლოს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობები. სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა და ხელისუფლების მიერ 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ არის ყოველ ზღვარს გადასული საქართველოს პარტნიორებთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე რასაც ველოდები, არის სანქციები მოსამართლეების მიმართ და მეორე ეტაპზე, დაუყონებლივი რეაგირება ღარიბაშვილის ხელისუფლების მიმართ. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის ელჩების განცხადებაც, რომელიც იყო ძალიან მწვავე და მითითებული იყო, რომ ხელისუფლება ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მიშელის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციის მთავარი საკითხი”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
მამუკა გამყრელიძე - პუტინისთვის საბედისწერო აღმოჩნდა შანხაის  სამიტი, მან სამარყანდში დაინახა, რომ  მარტო დარჩა, ამიტომაც შეცვალა ომის მიზანი
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია