გიორგი ვაშაძე - მმართველი გუნდის ამნისტიის პროექტს მხარს არ დავუჭერთ - ამ ვირეშმაკობებს დასასრული უნდა ჰქონდეს

მმართველი გუნდის ამნისტიის პროექტს მხარს არ დავუჭერთ - ამ ვირეშმაკობებს დასასრული უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ შარლს მიშელის შეთანხმებას არღვევს, რაც მათთვის რთული შედეგებით დასრულდება.

„გვითხრეს, რომ ამნისტიაზე თანხმობა არ იქნება საჭირო, მერე წავიდნენ და ასე ვირეშმაკულად შემოგვიტრიალეს - უარი არ უნდა თქვასო. ამ ვირეშმაკობებს დასასრული უნდა ჰქონდეს. გააგრძელებენ ასე? - ძალიან მძიმე ბედი ელით. საქართველო გადის ძალიან სერიოზულ ბეწვის ხიდზე, შემთხვევით არ ხდება ამდენი განცხადებები რომ კეთდება, ეს ამდენი ჩართულობა, შარლ მიშელის ვიზიტი, რომელთანაც შეხვედრა გვექნება. „ქართულ ოცნებას" ეგონა - ხელს მოვაწერ და მერე ან გავაკეთებ ან არა. ასე არ ჩაივლის ეს ყველაფერი", - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო